პროფესიული მომზადება

ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას  შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება აჭარაში მოქმედი ორგანიზაციებთან ერთად პროგრამისთვის შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:

  • თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით – იმიტირებულ ან/და რეალურ სამუშაო გარემოში
  • რიგ პროფესიებში ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენებში პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით
  • სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას უშუალოდ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის გავლის გზით.

პროგრამის დასრულებისას, ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, რომელიც ხელს შეუწყობს
მის პროფესიულ განვითარებას

პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა სწავლებისა და ტრაპორტირებით უზრუნველყოფის
ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო

2026 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 85 მოსარგებლეს მიეცემა.

პროგრამის უპირატესობები

პროფესიის შეძენა

დაეუფლებით შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას ინტენსიური სწავლების გზით

Improved Management

We’ll provide approaches and tools to manage your team and inspire it to achieve strategic results

Smart Decisions

We’ll provide you multiple process-improving decisions leading to more stable growth, connected with both management and operations

Development Roadmap

We’ll form a roadmap making sure your strategy development is flexible but steadily leading towards your goals

Client Results

პროფესიული მომზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერმთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
  • სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად.
  • გაიარონ გასაუბრება

პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:

  • საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
  • ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • ეკომიგრანტები;
  • ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
  • ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
  • განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
  • მარტოხელა დედები;
  • 15-29 წლამდე ახალგაზრდები
  • პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.

200 საათი

სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი

100 საათი

უცხო ენის შემსწავლელი კურსი

100 საათი

საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირება

პროფესიები

შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს