ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება აჭარაში მოქმედი ორგანიზაციებთან ერთად პროგრამისთვის შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:
- თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით – იმიტირებულ ან/და რეალურ სამუშაო გარემოში
- რიგ პროფესიებში ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენებში პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით
- სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას უშუალოდ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის გავლის გზით.
პროგრამის დასრულებისას, ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, რომელიც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას
პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა სწავლებისა და ტრაპორტირებით უზრუნველყოფის ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო