აღნიშნული კითხვარი შემუშავებული სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ და ითვალისწინებს:✔️რეგიონალურ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია/პოზიციების განსაზღვრას✔️ ქვეპროგრამის ფარგლებში სავარაუდო პრეტენდენტთა რაოდენობის გამოვლენას პროფესიების მიხედვით✔️ კომპანიის მზაობას ქვეპროგრამის სხვადასხვა კომპონენტში ჩართულობის მხრივ
პროფესიული მომზადება ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება აჭარაში მოქმედი ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:
კურსდამთვარებული მიიღებს ორევან სერტიფიკატს და საჩუქარს, რომელიც ხელს შეუწყობს მის კარიერულ განვითარებას
გთხოვთ, აირჩიოთ პროფესიული მიმართულება, რომელშიც გაგაჩნიათ სამუშაო ძალის დეფიციტი და გსურთ ჩაერთოთ პროგრამაში (სწავლების ან/და საწარმოო პრაქტიკის განხორციელების კუთხით).
ფორმის შევსებისას გაითვალისწინეთ:
* რაოდენობა: მიუთითეთ იმ პირთა რაოდენობა, რომელთა მიღებასაც შეძლებთ საწარმოო პრაქტიკაზე ან სასწავლო პროცესის ფარგლებში თქვენს სამუშაო გარემოში.
* ლოკაცია: ვინაიდან სწავლება ხორციელდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, თქვენი საწარმოო ობიექტი (პრაქტიკის ადგილი) უნდა მდებარეობდეს იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს შერჩეული კურსი.
დადებითი პასუხის შემთხვევაში უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ პროფესიული სწავლების განმახორციელებელი შერჩეული პროფესიის შესაბამისი დეტალური კითხვარით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროფესიის შესაბამისად სწავლის შედეგად მომზადებული პირის მისაღწევი შედეგის შესახებ