არაფორმალური განათლების აღიარება

ითვალისწინებს, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული (სამუშაო გამოცდილება, ინდივიდუალური განათლება) მიღწეული შედეგების დადასტურებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების შეფასება/გამოცდა

  • არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების განხილვა/შეფასება

პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს აღიარებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს

2025 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 20 მოსარგებლეს მიეცემა.

პროგრამის უპირატესობები

კვალიფიკაციის ამაღლება

შეძლებთ პრაქტიკული გამოცდილებით და ინდივიდუალური განათლებით მიღებული ცოდნის აღიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას

კონკურენტუნარიანობა

გახდებით კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და გექნებათ დასაქმების ახალი შესაძლებლობები

სერტიფიცირება

მიიღებთ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს აღიარებისა და სასწავლო მოდულის გავლის შემდგომ

მდგრადობა სამუშაო ადგილზე

შეინარჩუნებთ მდგრადობას სამუშაო ადგილზე და შეიქმნით კარიერული ზრდის შესაძლებლობებს

ფინანსური მხარდაჭერა

შეძლებთ ინდივიდუალური ცოდნის აღიარებას და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით.

არაფორმალური განათლების აღიარების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელსაც გააჩნია სამუშაო გამოცდილება და/ან არაფორმალური განათლება კონკრეტულ პროფესიაში.

პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:

  • საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
  • ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • ეკომიგრანტები;
  • ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
  • ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
  • განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
  • მარტოხელა დედები;
  • პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.

შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს

პროფესიები

კულინარიის ხელოვნება
შედუღება
კონდიტერია
ელექტროობა