გადამზადება 2026

"დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული
მომზადება/გადამზადების გზით"

ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი პირის
განაცხადის ფორმა

| პროფესიული გადამზადების მსურველთათვის

პროფესიული გადამზადება ითვალისწინებს სამუშაო გამოცდილების მქონე როგორც დასაქმებული ასევე სამუშაოს მაძიებელი პირებისათვის, კვალიფიკაციის სრულყოფასა და შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებითა და სერტიფიცირების გზით. სასწავლო მოდული მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით.

პერსონალური მონაცემები


* პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისას უპირატესი უფლებით ისარგებლებენ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ უპირატესობით გთხოვთ უზრუნველყოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განაცხადთან ერთად სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად info.hrajara@gmail.com

განათლება

მიუთითეთ მიღებული განათლების ბოლო საფეხური

სამუშაო გამოცდილება

მიუთითეთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად
 

სავარაუდო პროფესიები

ჩამოთვლილთაგან მიუთითეთ მხოლოდ ერთი პროფესია რომელშიც გაგაჩნიათ მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და გსურთ გადამზადება (განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ მითითებული პროფესიით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტოს ნებისმიერ მუნიციპალურ განყოფილებაში ან გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე info.hrajara@gmail.com; წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაივლით კონკურსის შესარჩევ ეტაპს)


ზოგადი ინფორმაცია


ქვეპროგრამის მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:

  • სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;
  • საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს; ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.
  • უზრუნველყოს სწავლების პერიოდში მაქსიმალური სწრებადობა; სასწავლო კურსის თითოეულ კომპონენტში პროფესიულ მომზადებაში 30%, და მეტი, ხოლო პროფესიულ გადამაზადებში 25%  და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება მოსარგებლის სტატუსი.
  • გაიაროს სრული სასწავლო კურსი: 

პროფესიული გადამაზდების შემთხვევაში: პროფესიულ უნარებში თეორიული და პრაქტიკული კურსი. პროფესიული მომზადების შემთხვევაში : პროფესიულ უნარებში თეორიული და პრაქტიკული კურსი, უცხო ენის შესწავლა, საწარმოო პრაქტიკა.

* ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ.

-სწავლების დასრულების შემდგომ შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი;

*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სწავლებისა და ტრანსპორტირების  ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო

*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: retraining.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე:

 

ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა № 70/72

ტელ.: (422) 24 78 84;
მობ: (+995 558) 793 585
___________________________

ქობულეთი, დავით აღმაშენებელის ქუჩა №141
ხელვაჩაური, დიდაჭარის ქუჩა №23
ქედა, მერაბ კოსტავას ქუჩა №3
შუახევი, თამარ მეფის ქუჩა №30
ხულო, თამარ მეფის ქუჩა №12

ელ.ფოსტა: info.hrajara@gmail.com
სააგენტოს ვებ გვერდი www.hrajara.gov.ge