ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველიპირის განაცხადის ფორმა
პროფესიული მომზადება ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენა/ამაღლების მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით, ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენაში- პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლას (რიგ პროფესიებში), სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით.
* პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისას უპირატესი უფლებით ისარგებლებენ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ უპირატესობით გთხოვთ უზრუნველყოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განაცხადთან ერთად სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად info.hrajara@gmail.com
▸სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა ▸საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს;
ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.
* მოსარგებლე ვალდებულია გაიაროს საწარმოო პრაქტიკა, სააგენტოს ან/და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ და მასთან შეთანხმებულ ობიექტზე.
* ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ.
*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სწავლებისა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო
*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: retraining.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე:
ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა № 70/72
ტელ.: (422) 24 78 84;მობ: (+995 558) 793 585___________________________
ქობულეთი, დავით აღმაშენებელის ქუჩა №141ხელვაჩაური, დიდაჭარის ქუჩა №23ქედა, მერაბ კოსტავას ქუჩა №3შუახევი, თამარ მეფის ქუჩა №30ხულო, თამარ მეფის ქუჩა №12
ელ.ფოსტა: info.hrajara@gmail.comსააგენტოს ვებ გვერდი www.hrajara.gov.ge