"პროფესიული მომზადების მსურველთათვის"

პროფესიული მომზადება ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენა/ამაღლების მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით, ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენაში- პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლას, სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით

* პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისას უპირატესი უფლებით ისარგებლებენ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ უპირატესობით გთხოვთ უზრუნველყოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განაცხადთან ერთად სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად info.hrajara@gmail.com

განათლება

მიუთითეთ მიღებული განათლების ბოლო საფეხური

ენების ცოდნა

მიუთითეთ მიღებული განათლების ბოლო საფეხური

სამუშაო გამოცდილება

მიუთითეთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად
 

სავარაუდო პროფესიები

პრიორიტეტების მიხედვით მიუთითეთ არაუმეტეს 2 პროფესია რომელშიც გსურთ მომზადება (1-მეტად პრიორიტეტული, 2-ნაკლებად პრიორიტეტული)
 

დამატებითი სერვისით სარგებლობა

ქობულეთში სწავლებისას ტრანსპორტირება განხორციელდება ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან, ხოლო ბათუმში სწავლებისას - ქობულეთიდან;

*ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სწავლების მსურველები არ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით

ზოგადი ინფორმაცია


ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:

- სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;
- საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს;

ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.

- უზრუნველყოს სწავლების პერიოდში მაქსიმალური სწრებადობა სასწავლო კურსის თითოეულ კომპონენტში 30% და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება მოსარგებლის სტატუსი;
- გაიაროს სრული სასწავლო კურსი:  პროფესიულ უნარებში თეორიული და პრაქტიკული კურსი, უცხო ენის შესწავლა, საწარმოო პრაქტიკა.

* მოსარგებლე ვალდებულია გაიაროს საწარმოო პრაქტიკა, სააგენტოს ან/და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ და მასთან შეთანხმებულ ობიექტზე.

* ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ.

- სწავლების დასრულების შემდგომ შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი;

- სააგენტოს და/ან განმახროციელებელი კომპანიის (პრაქტიკის ობიექტის) მიერ დასაქმების შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, წერილობით დაადუსტოს უარის მიზეზი

-მიიღოს მონაწილეობა პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ ღონისძიბებში (ფოტო, ვიდეო გადაღება, რეპორტაჟები და სხვა).

*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სწავლებისა და ტრანსპორტირებით   უზრუნველყოფის  ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო

*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: retraining.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე:

_________________

ბათუმი / ივანე ჯავახიშვილის ქუჩა№70/72

ტელ.: (422) 24 78 84;
მობ: (+995 558) 793 585

ქობულეთი / დავით აღმაშენებელის ქუჩა №141
ტელ.:(426) 26 83 27,
მობ: (+995 577) 278 706

ხელვაჩაური / დიდაჭარის ქუჩა№23
ტელ.: (422) 25 83 85
მობ: (+995 577) 278 709

ქედა / მერაბ კოსტავას ქუჩა.№3
ტელ.: (425) 25 00 41
მობ: (+995 577) 278 712

შუახევი / თამარ მეფის ქუჩა. №30
ტელ.:(424) 26 00 20
მობ: (+995 577) 278 714

ხულო / თამარ მეფის ქუჩა№12
ტელ.:(423) 27 00 70
მობ: (+995 577) 278 716

_________


ელ.ფოსტა: info.hrajara@gmail.com
სააგენტოს ვებ გვერდი www.hrajara.gov.ge
ქვეპროგრამის ელ. გვერდი retraining.hrajara.gov.ge