არაფორმალური განათლების აღიარება
ითვალისწინებს, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული (სამუშაო გამოცდილება, ინდივიდუალური განათლება) მიღწეული შედეგების დადასტურებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების შეფასება/გამოცდა
- არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების განხილვა/შეფასება
პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს აღიარებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს
შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს
პროგრამის უპირატესობები
პროფესიული გადამზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი) – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელსაც გააჩნია სამუშაო გამოცდილება ან არაფორმალური განათლება კონკრეტულ პროფესიაში.
პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:
- რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
- სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად;
- წარმოადგინონ პროფესიის შესაბამისი განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გაიარონ გასაუბრება
პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:
- საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
- ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
- იძულებით გადაადგილებული პირები;
- ეკომიგრანტები;
- ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
- ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
- განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
- მარტოხელა დედები;
- პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.
პროფესიები
პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადებას, გაფორმებას და მიწოდებას. კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო დამოკიდებულია კვების ობიექტის სპეციფიკაზე. მუშაობს ფართო ასორტიმენტის მენიუზე შეფ მზარეულის ზედამხედველობით ან მუშაობს დამოუკიდებლად – ადგენს მენიუს, ამზადებს და აფორმებს ყველა კერძსა და დესერტს.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
- ნახევარფაბრიკატების მომზადება
- ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება
- საერთაშორისო სამზარეულოს პოპულარული კერძების მომზადება
- ცომეული ნაწარმისა და დესერტების მომზადება
- მარაგების კონტროლი
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტი პასუხისმგებელია სამზარეულოში საკუთარი სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის. მას უნდა შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა და მულტიფუნქციური დავალებების ერთდროულად შესრულება. ასევე გუნდური მუშაობა და კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაცია. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მზარეული მუშაობს ღამის ცვლაში, ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს.
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო ადგილებია: რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, ბუნგალოები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, სანატორიუმები და პანსიონატები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები, გემები, სუპერმარკეტები, საავადმყოფოები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.
პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმის მომზადებას, გაფორმებასა და მიწოდებას. კონდიტერი ამზადებს და აფორმებს ნაწარმს – საცალო ნამცხვრებს, სადღესასწაულო ტორტებს, ცხელ და ცივ დესერტებს და ტკბილეულს, პურ-ფუნთუშეულს, შოკოლადს, კარამელსა და მარციპანს.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
კონდიტერს შესაძლოა მოუხდეს სტრესულ გარემოში მუშაობა. მისი სამუშაო გარემო ითვალისწინებს გუნდურ მუშაობასა და კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაციას. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაობს ღამის ცვლაში ან/და ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს.
კონდიტერის სამუშაო ადგილებია: საკონდიტრო საწარმოები, საცხობები, სუპერმარკეტები, ტკბილეულის ფაბრიკები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, მაღალი კლასის დასასვენებელი სახლები და გემები.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა
- ხელსაწყოებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
- ნედლეულის პირველადი დამუშავება და ნახევარფაბრიკატების მომზადება
- პურ-ფუნთუშეულის მომზადება
- ნამცხვრებისა და დესერტების მომზადება
- კრემის, მუსის, სუფლეს, ზეფირის, განაშის, კარამელის, ვაჟინის, საკონდიტრო სოუსის, მინანქრის, ჟელეს, მარმელადის და ჯემის მომზადება
- მენიუსა და რეცეპტურის გამოყენება
შემდუღებელს მუშაობა უხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ზოგჯერ- ფორსმაჟორულ და სტრესულ სიტუაციებში. საჭიროებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, ხშირი სიარულს, სიმაღლეზე მუშაობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ხშირად საჭიროებს ახალი, განსხვავებული განსხვავებული ტიპის სამუშაოებისადმი და პირობებისადმი ადაპტაციას
შემდუღებლების დასაქმების სფეროებია:
მანქანათმშენებლობა, ბინათმშენებლობა, თვითმფრინავმშენებლობა, გემთმშენებლობა, მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა, აირ-ნავთობის საცავების ობიექტების მშენებლობა, რკინიგზა, სარემონტო საწარმოები, მრეწველობის და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სხვა დარგები.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- სამუშაო ადგილის მოწყობა
- უსაფრთხო მუშაობის წესების დაცვა
- შედუღებისა და ჭრის აპარატურის გამოყენება
- შედგენილი ნახაზით სამუშაოს შესრულება
- ელექტრორკალური შედუღება
- ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადების შედუღება
- ლითონების აირალოვანი შედუღება, ჟანგბადით და პლაზმური ჭრა
- ლეგირებული ფოლადების შედუღება
- ფერადი ლითონების შედუღება
- პლასტმასების შედუღება
- კონსტრუქციების შედუღება
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ა.შ.) ექსპლოატაციასა და მონტაჟს. ელექტროობის სპეციალისტი სამუშაოს ასრულებს ინჟინერ-ენერგეტიკოსის (მორიგე ინჟინრის, ცვლის უფროსის) უშუალო ხელმძღვანელობის ზედამხედველობით და ფლობს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და მართებულად ექსპლოატაციის უნარ-ჩვევებს.