"არაფორმალური განათლების აღიარების მსურველთათვის"
არაფორმალური განათლების აღიარება ითვალისწინებს როგორც დასაქმებული ასევე სამუშაოს მაძიებელი პირებისათვის, კვალიფიკაციის სრულყოფასა და შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ფორმალური განათლების მიღმა (სამუშაო გამოცდილება, არაფორმალური განათლება) მიღწეული შედეგების დადასტურება/აღიარებისა და შესაბამისი დოკუმენტის მიღების მიზნით.
* პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისას უპირატესი უფლებით ისარგებლებენ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ უპირატესობით გთხოვთ უზრუნველყოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განაცხადთან ერთად სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად info.hrajara@gmail.com
ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:
- სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;
- საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს; ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.
-გამოცხადდეს გასაუბრებაზე სააგენტოს მიერ დადგენილ დროს
-უზრუნველყოს საჭიროებისამებრ მომწოდებლის მიერ შემუშავებული არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურებით სარგებლობის წესის შესაბამისი მოთხოვნების შესრულება
- განცხადების შევსება
- კონსულტაციაზე გამოცხადება
- აღიარების გამოცდაზე დასწრება
- არაფორმალური განათლების აღიარების განმახორციელებლის მიერ მოთხოვნილი სხვა აქტივობების შესრულება
-აღიარების დასრულების შემდგომ შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი;
*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო
*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: retraining.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე: