მომზადების მსურველთათვის

პროფესიული მომზადება Dim

ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას  შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება აჭარაში მოქმედი ორგანიზაციებთან ერთად პროგრამისთვის შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:

  • თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით – იმიტირებულ ან/და რეალურ სამუშაო გარემოში
  • ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენებში პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით
  • სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას უშუალოდ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის გავლის გზით.

პროგრამის დასრულებისას, ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, რომელიც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას

პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს  სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს
(ტრანსპორტირება/ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა) .

2024 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 50 მოსარგებლეს მიეცემა.

პროგრამის უპირატესობები

პროფესიის შეძენა

დაეუფლებით შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას ინტენსიური სწავლების გზით

სამუშაო გამოცდილება

მიიღებთ სამუშაო გამოცდილებას პოტენციურ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის გავლის გზით

სერტიფიცირება

მიიღებთ კვალიფიკაციის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს სწავლის დასრულებისას

უცხო ენის სწავლება

შეიძენთ ან/და აიმაღლებთ უცხო ენის ცოდნის დონეს პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით

ფინანსური მხარდაჭერა

მიიღებთ პროფესიულ განათლებას დროის მოკლე პერიოდში ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით

კონკურენტუნარიანობა

გახდებიეთ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და გექნებათ დასაქმების ახალი შესაძლებლობები

პროფესიული მომზადება

პროფესიული მომზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერმთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
  • სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად.
  • გაიარონ გასაუბრება

პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:

  • საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
  • ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • ეკომიგრანტები;
  • ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
  • ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
  • განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
  • მარტოხელა დედები;
  • პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.

200 საათი

სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი

100 საათი

უცხო ენის შემსწავლელი კურსი

100 საათი

საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირება

პროფესიები

შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს