პროფესიული გადამზადება
ითვალისწინებს სამუშაო გამოცდილების მქონე პირის კვალიფიკაციის სრულყოფას და სერტიფიცირებას, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს აღიარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს
პროგრამის უპირატესობები
პროფესიული გადამზადება
პროფესიული გადამზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი) – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელსაც გააჩნია სამუშაო გამოცდილება ან არაფორმალური განათლება კონკრეტულ პროფესიაში.
პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:
- რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
- სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად;
- წარმოადგინონ პროფესიის შესაბამისი განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გაიარონ გასაუბრება და პრაქტიკული გამოცდა
პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:
- საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
- ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
- იძულებით გადაადგილებული პირები;
- ეკომიგრანტები;
- ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
- ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
- განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
- მარტოხელა დედები;
- პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.
პროფესიები
პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადებას, გაფორმებას და მიწოდებას. კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო დამოკიდებულია კვების ობიექტის სპეციფიკაზე. მუშაობს ფართო ასორტიმენტის მენიუზე შეფ მზარეულის ზედამხედველობით ან მუშაობს დამოუკიდებლად – ადგენს მენიუს, ამზადებს და აფორმებს ყველა კერძსა და დესერტს.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
- ნახევარფაბრიკატების მომზადება
- ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება
- საერთაშორისო სამზარეულოს პოპულარული კერძების მომზადება
- ცომეული ნაწარმისა და დესერტების მომზადება
- მარაგების კონტროლი
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტი პასუხისმგებელია სამზარეულოში საკუთარი სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის. მას უნდა შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა და მულტიფუნქციური დავალებების ერთდროულად შესრულება. ასევე გუნდური მუშაობა და კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაცია. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მზარეული მუშაობს ღამის ცვლაში, ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს.
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო ადგილებია: რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, ბუნგალოები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, სანატორიუმები და პანსიონატები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები, გემები, სუპერმარკეტები, საავადმყოფოები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.

შემდუღებელს მუშაობა უხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ზოგჯერ- ფორსმაჟორულ და სტრესულ სიტუაციებში. საჭიროებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, ხშირი სიარულს, სიმაღლეზე მუშაობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ხშირად საჭიროებს ახალი, განსხვავებული განსხვავებული ტიპის სამუშაოებისადმი და პირობებისადმი ადაპტაციას
შემდუღებლების დასაქმების სფეროებია:
მანქანათმშენებლობა, ბინათმშენებლობა, თვითმფრინავმშენებლობა, გემთმშენებლობა, მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა, აირ-ნავთობის საცავების ობიექტების მშენებლობა, რკინიგზა, სარემონტო საწარმოები, მრეწველობის და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სხვა დარგები.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- სამუშაო ადგილის მოწყობა
- უსაფრთხო მუშაობის წესების დაცვა
- შედუღებისა და ჭრის აპარატურის გამოყენება
- შედგენილი ნახაზით სამუშაოს შესრულება
- ელექტრორკალური შედუღება
- ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადების შედუღება
- ლითონების აირალოვანი შედუღება, ჟანგბადით და პლაზმური ჭრა
- ლეგირებული ფოლადების შედუღება
- ფერადი ლითონების შედუღება
- პლასტმასების შედუღება
- კონსტრუქციების შედუღება
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ა.შ.) ექსპლოატაციასა და მონტაჟს. ელექტროობის სპეციალისტი სამუშაოს ასრულებს ინჟინერ-ენერგეტიკოსის (მორიგე ინჟინრის, ცვლის უფროსის) უშუალო ხელმძღვანელობის ზედამხედველობით და ფლობს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და მართებულად ექსპლოატაციის უნარ-ჩვევებს.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
ელექტროობის სპეციალისტს სამუშაოს შესრულება უწევს შენობა-ნაგებობებში.
ელექტროობის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- ელექტროდანადგარების დათვალიერება
- ელექტროდანადგარებისა და ქსელების მონტაჟი
- ელექტროდანადგარებისა და ქსელების გეგმური და არაგეგმური შეკეთება
- უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესების დაცვა
- პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი მართავს აღნიშნულ ტექნიკას სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას და იყენებს მას ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლის შესრულებაც მძიმე ტექნიკის გარეშე ან შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს. ასეთი სამუშაოებია: ამოთხრა, მასალის გადაადგილება, მკვრივი ზედაპირის გარღვევა, არხების გაჭრა, გზის საფარის გასუფთავება და სხვა.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი აწარმოებს სამუშაოებს ბუნებრივ გარემო პირობებში, ღია ცის ქვეშ და გვირაბებში.
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა სამშენებლო და სამელიორაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებში.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- ტექნიკის შემოწმება
- სამუშაო ადგილის ორგანიზება
- სამუშაოების წარმოება ჰიდრავლიკური ექსკავატორით
- სამუშაოს წარმოება ავტოგრეიდერით
- სამუშაოს წარმოება სატვირთველით
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
- პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა
მობილური ამწის ოპერატორ-მენანქანე ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საავტომობილო, მუხლუხა და პლევმატიკურსაბურავებიანი ამწეების მართვას, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს, ტვირთის გადაადგილებას, ამწის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას და გამართულობის მონიტორინგს.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
მობილური ამწის ოპერატორ- მემანქანეს შესაძლოა მოუწიოს მუშაობა ფორსმაჟორსა და სტრესულ სიტუაციებში. მობილური ამწის ოპერატორ-მემანქანე შეიძლება დასაქმდეს ამწე-სატრანსპორტო მანქანებისა და მექანიზმების სამოქალაქო და სამრეწველო, სამხედრო, საგზაო, სარკინიგზო და ჰიდროტექნიკური მშენებლობის ორგანიზაციებში, აერო, საზღვაოდა სამდინარო პორტებში, სატვირთო-საკონტეინეროტერმინალებში, გადამზიდავორგანიზაციებში; შესაძლოა თვითდასაქმება.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- მობილური ამწის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება
- წინამოსამზადებელი სამუშაოს ორგანიზება
- საავტომობილო ამწის მართვა
- მუხლუხა ამწის მართვა
- პნევმატიკურსაბურავებიანი ამწის მართვა
- მობილური ამწის გამართულობის მონიტორინგი
- შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოო სანიტარიის ნორმების დაცვის კონტროლი