პრაქტიკული უნარების განვითარება

პრაქტიკული უნარების განვითარება

პრაქტიკული უნარების განვითარება სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებაზე ორიენტირებული პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებას.  სწავლება განხორციელდება  მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც განხორციელდა რეალურ სამუშაო გარემოში. სასწავლო მოდული შემუშავდება დამსაქმებლის მიერ კონკრეტული პოზიციის მიხედვით არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების, სამუშაო გარემოსა და პირობების საფუძველზე. შესაბამისად, დასაქმებლის ჩართულობით,  კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკრეტული პოზიციის შესაბამისი ფუნქციის/ების შესასრულებლად მომზადდება  ადამიანური რესურსი.

პროგრამის დასრულებისას, ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა პრაქტიკული ცოდნის დამდასტურებელი საბუთი, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემდგომ დასაქმებას.

პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს .

2022 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 80 მოსარგებლეს მიეცემა.

პროგრამის უპირატესობები

პროფესიული/კარიერული განვითარება

დაეუფლებით მოთხოვნად პოზიციაზე დასაქმებისათვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს

სამუშაო გამოცდილება

მიიღებთ სამუშაო გამოცდილებას პოტენციურ
დამსაქმებელთან პრაქტიკული სწავლების გზით

კონკურენტუნარიანობა

გახდებიეთ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და გექნებათ დასაქმების ახალი შესაძლებლობები

სერტიფიცირება

მიიღებთ პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს სწავლის დასრულებისას

ფინანსური მხარდაჭერა

მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას დროის მოკლე პერიოდში ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით

პრაქტიკული უნარების განვითარება

გამოვლინდება აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი
ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად.

პრაქტიკული უნარების განვითარების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერმთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
  • სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში.

გაიარონ გასაუბრება სააგენტოსა და დამსაქმებელთან

პრაქტიკული კურსი

არანაკლებ 80 საათს