პროფესიული მომზადება ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენა/ამაღლების მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით, ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენაში- პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლას, სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით
* პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისას უპირატესი უფლებით ისარგებლებენ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ უპირატესობით გთხოვთ უზრუნველყოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განაცხადთან ერთად სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად info.hrajara@gmail.com
ქობულეთში სწავლებისას ტრანსპორტირება განხორციელდება ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან, ხოლო ბათუმში სწავლებისას - ქობულეთიდან;
*ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სწავლების მსურველები არ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით
ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:
- სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;- საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს;
ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.
- უზრუნველყოს სწავლების პერიოდში მაქსიმალური სწრებადობა სასწავლო კურსის თითოეულ კომპონენტში 30% და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება მოსარგებლის სტატუსი;- გაიაროს სრული სასწავლო კურსი: პროფესიულ უნარებში თეორიული და პრაქტიკული კურსი, უცხო ენის შესწავლა, საწარმოო პრაქტიკა.
* მოსარგებლე ვალდებულია გაიაროს საწარმოო პრაქტიკა, სააგენტოს ან/და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ და მასთან შეთანხმებულ ობიექტზე.
* ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ.
- სწავლების დასრულების შემდგომ შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი;
- სააგენტოს და/ან განმახროციელებელი კომპანიის (პრაქტიკის ობიექტის) მიერ დასაქმების შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, წერილობით დაადუსტოს უარის მიზეზი
-მიიღოს მონაწილეობა პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ ღონისძიბებში (ფოტო, ვიდეო გადაღება, რეპორტაჟები და სხვა).
*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სწავლებისა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო
*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: retraining.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე:_________________
ბათუმი / ივანე ჯავახიშვილის ქუჩა№70/72
ტელ.: (422) 24 78 84; მობ: (+995 558) 793 585
ქობულეთი / დავით აღმაშენებელის ქუჩა №141ტელ.:(426) 26 83 27, მობ: (+995 577) 278 706
ხელვაჩაური / დიდაჭარის ქუჩა№23ტელ.: (422) 25 83 85 მობ: (+995 577) 278 709ქედა / მერაბ კოსტავას ქუჩა.№3ტელ.: (425) 25 00 41მობ: (+995 577) 278 712
შუახევი / თამარ მეფის ქუჩა. №30ტელ.:(424) 26 00 20 მობ: (+995 577) 278 714
ხულო / თამარ მეფის ქუჩა№12ტელ.:(423) 27 00 70 მობ: (+995 577) 278 716
_________
ელ.ფოსტა: info.hrajara@gmail.com სააგენტოს ვებ გვერდი www.hrajara.gov.ge ქვეპროგრამის ელ. გვერდი retraining.hrajara.gov.ge