არაფორმალური განათლების აღიარების მსურველთათვის

არაფორმალური განათლების აღიარება

ითვალისწინებს, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული (სამუშაო გამოცდილება, ინდივიდუალური განათლება) მიღწეული შედეგების დადასტურებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების შეფასება/გამოცდა

  • არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების განხილვა/შეფასება

პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს აღიარებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს

2024 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 20 მოსარგებლეს მიეცემა.

შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს

პროგრამის უპირატესობები

მდგრადობა სამუშაო ადგილზე

შეინარჩუნებთ მდგრადობას სამუშაო ადგილზე და შეიქმნით
კარიერული ზრდის შესაძლებლობებს

სერტიფიცირება

მიიღებთ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს აღიარებისა და სასწავლო მოდულის გავლის შემდგომ

კვალიფიკაციის ამაღლება

შეძლებთ პრაქტიკული გამოცდილებით და ინდივიდუალური განათლებით მიღებული ცოდნის აღიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას

ფინანსური მხარდაჭერა

შეძლებთ ინდივიდუალური ცოდნის აღიარებას და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურენტუნარიანობა

გახდებით კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და გექნებათ
დასაქმების ახალი შესაძლებლობები

პროფესიული გადამზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი) – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელსაც გააჩნია სამუშაო გამოცდილება ან არაფორმალური განათლება კონკრეტულ  პროფესიაში.

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
  • სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად;
  • წარმოადგინონ პროფესიის შესაბამისი განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გაიარონ გასაუბრება

პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:

  • საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
  • ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
  • იძულებით გადაადგილებული პირები;
  • ეკომიგრანტები;
  • ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
  • ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
  • განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
  • მარტოხელა დედები;
  • პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.

პროფესიები