პროფესიული მომზადება
ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში. სწავლება განხორციელდება აჭარაში მოქმედი ორგანიზაციებთან ერთად პროგრამისთვის შემუშავებული, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:
- თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით – იმიტირებულ ან/და რეალურ სამუშაო გარემოში
- ცოდნის შეძენა/ამაღლებას უცხო ენებში პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით
- სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას უშუალოდ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის გავლის გზით.
პროგრამის დასრულებისას, ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, რომელიც ხელს შეუწყობს მის პროფესიულ განვითარებას
პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს სწავლებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს
(ტრანსპორტირება/ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა) .
პროგრამის უპირატესობები
პროფესიული მომზადება
პროფესიული მომზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერმთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.
პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:
- რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
- სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად.
- გაიარონ გასაუბრება
პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:
- საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
- ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
- იძულებით გადაადგილებული პირები;
- ეკომიგრანტები;
- ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
- ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
- განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
- მარტოხელა დედები;
- პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.
პროფესიები
პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადებას, გაფორმებას და მიწოდებას. კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო დამოკიდებულია კვების ობიექტის სპეციფიკაზე. მუშაობს ფართო ასორტიმენტის მენიუზე შეფ მზარეულის ზედამხედველობით ან მუშაობს დამოუკიდებლად – ადგენს მენიუს, ამზადებს და აფორმებს ყველა კერძსა და დესერტს.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
- ნახევარფაბრიკატების მომზადება
- ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება
- საერთაშორისო სამზარეულოს პოპულარული კერძების მომზადება
- ცომეული ნაწარმისა და დესერტების მომზადება
- მარაგების კონტროლი
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტი პასუხისმგებელია სამზარეულოში საკუთარი სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის. მას უნდა შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა და მულტიფუნქციური დავალებების ერთდროულად შესრულება. ასევე გუნდური მუშაობა და კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაცია. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მზარეული მუშაობს ღამის ცვლაში, ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს.
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო ადგილებია: რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, ბუნგალოები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, სანატორიუმები და პანსიონატები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები, გემები, სუპერმარკეტები, საავადმყოფოები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.
სარესტორნო მომსახურების სპეციალისტი – არის სპეციალისტი, რომელსაც შუძლია სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტების მუშაობის ორგანიზება, მომხმარებლის მიღება, კონსულტირება, მომსახურება და მაგიდის სერვირება დადგენილი ნორმების მიხედვით.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
სარესტორნო საქმის სპეციალისტის საქმიანობა არის სარესტორნო და სასტუმრო საქმის სფეროს პროფესიული კვალიფიკაცია. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას. სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები: რესტორნები, კაფეები, ბარები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, ბუნგალოები; დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები; საკრუიზო გემები; დიდი სუპერმარკეტები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის საფუძვლები
- კვების ობიექტების ორგანიზაცია და სარესტორნო სერვისი
- სანიტარია და ჰიგიენა/ პირველადი სამედიცინო დახმარება
- სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები
- საქმიანი ურთიერთობის კულტურა და ფსიქოლოგია
- მეტყველებისა და მართლწერის კულტურა
სასტუმრო მომსახურების სპეციალისტი არის მასპინძლობის სფეროს თანამშრომელი, რომელიც მართავს საოპერაციო და ადმინისტრაციულ პროცესებს, პასუხისმგებელია სასტუმროს ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, უსაფრთხოებაზე.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
სასტუმრო მომსახურების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სასტუმროს ნებისმიერ განყოფილებასა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში. მის მუშაობასთან დაკავშირებულია მუშაობა ცვლებსა და ღამის საათებში, ხანგრძლივად ფეხზე დგომა, სიმძიმეების აწევა-გადაადგილება, მუშაობა სტრესულ სიტუაციებში.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების ხელმძღვანელობა
- დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა
- დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა
- კვების ობიექტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- სასტუმროს შიდა, მარტივი მარკეტინგული საქმიანობის შესრულება
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- პრობლემური სიტუაციების მართვა
- შესყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი
ბართენდერი პასუხისმგებელია ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებაზე. ამავე დროს იგი ახორციელებს ანგარიშსწორებას (თუ ეს მითითებულია შინაგანაწესში). ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე და უშუალოდ მონაწილეობს მის გაყიდვაში. იცავს მომსახურების სტანდარტებს.
ბართენდერი ქმნის ღირებულებას (მატერიალურს და არამატერიალურს) მზა პროდუქციით თუ შერევის მეთოდით. ამზადებს ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელს. აქვს შემოქმედებითი უნარი.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
ბართენდერის ტიპური სამუშაო გარემოა შესაბამისად აღჭურვილი დახურული შენობა, თუმცა მას სამუშაოს შესრულება შესაძლოა მოუხდეს ღია სივრცეშიც. მისი სამუშაო საათები არანორმირებულია.
ბართენდერი შესაძლებელია დასაქმდეს კვების ობიექტებში
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- სამუშაო გარემოს ორგანიზება
- სტუმრის მიღება
- სტუმრის მომსახურება
- ფინანსური ანგარიშსწორება
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- პროფესიული ეთიკის დაცვა
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
შემდუღებელს მუშაობა უხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ზოგჯერ- ფორსმაჟორულ და სტრესულ სიტუაციებში. საჭიროებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, ხშირი სიარულს, სიმაღლეზე მუშაობას სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ხშირად საჭიროებს ახალი, განსხვავებული განსხვავებული ტიპის სამუშაოებისადმი და პირობებისადმი ადაპტაციას
შემდუღებლების დასაქმების სფეროებია:
მანქანათმშენებლობა, ბინათმშენებლობა, თვითმფრინავმშენებლობა, გემთმშენებლობა, მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა, აირ-ნავთობის საცავების ობიექტების მშენებლობა, რკინიგზა, სარემონტო საწარმოები, მრეწველობის და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სხვა დარგები.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- სამუშაო ადგილის მოწყობა
- უსაფრთხო მუშაობის წესების დაცვა
- შედუღებისა და ჭრის აპარატურის გამოყენება
- შედგენილი ნახაზით სამუშაოს შესრულება
- ელექტრორკალური შედუღება
- ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადების შედუღება
- ლითონების აირალოვანი შედუღება, ჟანგბადით და პლაზმური ჭრა
- ლეგირებული ფოლადების შედუღება
- ფერადი ლითონების შედუღება
- პლასტმასების შედუღება
- კონსტრუქციების შედუღება
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
პროფესია მოიცავს 1000 ვოლტს ქვემოთ ძაბვაზე მომუშავე ელექტროდანადგარების (საკაბელო ხაზების, ელექტრული მანქანების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ა.შ.) ექსპლოატაციასა და მონტაჟს. ელექტროობის სპეციალისტი სამუშაოს ასრულებს ინჟინერ-ენერგეტიკოსის (მორიგე ინჟინრის, ცვლის უფროსის) უშუალო ხელმძღვანელობის ზედამხედველობით და ფლობს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და მართებულად ექსპლოატაციის უნარ-ჩვევებს.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
ელექტროობის სპეციალისტს სამუშაოს შესრულება უწევს შენობა-ნაგებობებში.
ელექტროობის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ელექტროენერგიის მწარმოებელ, გადამცემ, გამანაწილებელ და მომხმარებელ ობიექტებზე. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- ელექტროდანადგარების დათვალიერება
- ელექტროდანადგარებისა და ქსელების მონტაჟი
- ელექტროდანადგარებისა და ქსელების გეგმური და არაგეგმური შეკეთება
- უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესების დაცვა
- პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა
პროფესია მოიცავს მოწყობილობების მონტაჟის, დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და მართებულად ექსპლოატაციის უნარ-ჩვევებს.
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი მართავს აღნიშნულ ტექნიკას სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას და იყენებს მას ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლის შესრულებაც მძიმე ტექნიკის გარეშე ან შეუძლებელია ან დიდ დროს მოითხოვს. ასეთი სამუშაოებია: ამოთხრა, მასალის გადაადგილება, მკვრივი ზედაპირის გარღვევა, არხების გაჭრა, გზის საფარის გასუფთავება და სხვა.
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი აწარმოებს სამუშაოებს ბუნებრივ გარემო პირობებში, ღია ცის ქვეშ და გვირაბებში.
მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა სამშენებლო და სამელიორაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებში.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- ტექნიკის შემოწმება
- სამუშაო ადგილის ორგანიზება
- სამუშაოების წარმოება ჰიდრავლიკური ექსკავატორით
- სამუშაოს წარმოება ავტოგრეიდერით
- სამუშაოს წარმოება სატვირთველით
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
- პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა
შენობა ნაგებობის უსაფრთხოების სპეციალისტი – პროფესია გულისხმობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისათვის საჭირო სავალდებულო ღონისძიბების გატარებას.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- შენობა ნაგებობის დაზიანების იდენტიფიცირება და აღმოფრხვა
- შენობა ნაგებობაში არსებული სისტემების დაზიანების იდენტიფიცირება და აღმოფრხვა
- შენობა ნაგებობების საკუითრებაში არსებული ტერიტორიზე ინფრასტრუქტურის დაზიანებების იდენტიფიცრება და აღმოფრხვა
- საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები
შენობა ნაგებობის უსაფრთხოების სპეციალისტი პასუხისმგებელია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე. მას უნდა შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა, დავალებების ერთდროულად შესრულება, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია შენობა ნაგებობის უსაფრთხოების სპეციალისტის სამუშაო ადგილებია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა- ნაგებობები.
პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადებას, გაფორმებას და მიწოდებას. კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო დამოკიდებულია კვების ობიექტის სპეციფიკაზე. მუშაობს ფართო ასორტიმენტის მენიუზე შეფ მზარეულის ზედამხედველობით ან მუშაობს დამოუკიდებლად – ადგენს მენიუს, ამზადებს და აფორმებს ყველა კერძსა და დესერტს.
პროფესიული მოვალეობები და ამოცანები:
- კვების ჰიგიენის, სანიტარიის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება
- ნახევარფაბრიკატების მომზადება
- ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება
- საერთაშორისო სამზარეულოს პოპულარული კერძების მომზადება
- ცომეული ნაწარმისა და დესერტების მომზადება
- მარაგების კონტროლი
სამუშაო გარემო და დასაქმების შესაძლებლობები:
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტი პასუხისმგებელია სამზარეულოში საკუთარი სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის. მას უნდა შეეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა და მულტიფუნქციური დავალებების ერთდროულად შესრულება. ასევე გუნდური მუშაობა და კოლეგებთან მჭიდრო კომუნიკაცია. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მზარეული მუშაობს ღამის ცვლაში, ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს.
კულინარიული ხელოვნების სპეციალისტის სამუშაო ადგილებია: რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სასაუზმეები, ბუნგალოები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, სანატორიუმები და პანსიონატები, საკურორტო კომპლექსები, გასართობი კომპლექსები, კლუბები, კაზინოები, გემები, სუპერმარკეტები, საავადმყოფოები და სხვა ობიექტები, სადაც არის კვებითი მომსახურება.