პროფესიული გადამზადება
ითვალისწინებს სამუშაო გამოცდილების მქონე პირის კვალიფიკაციის სრულყოფას და სერტიფიცირებას, მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს აღიარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს
პროგრამის უპირატესობები
პროფესიული გადამზადება
პროფესიული გადამზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი) – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელსაც გააჩნია სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში.
პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:
- რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
- სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად;
- წარმოადგინონ პროფესიის შესაბამისი განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გაიარონ გასაუბრება და პრაქტიკული გამოცდა
პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის დროს პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:
- საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ოჯახის წევრი;
- ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი);
- იძულებით გადაადგილებული პირები;
- ეკომიგრანტები;
- ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები;
- ტრეფიკინგის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი;
- განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი პირები;
- მარტოხელა დედები;
- პირები, რომლებსაც გასულ წლებში არ უსარგებლიათ აჭარის დასქმების სააგენტოს პროფესიული მომზადება/გადამზადების ქვეპროგრამით.
პროფესიები
|
|
|
|
|
|
|
|