"პროფესიული გადამზადების მსურველთათვის"

პროფესიული გადამზადება ითვალისწინებს სამუშაო გამოცდილების მქონე როგორც დასაქმებული ასევე სამუშაოს მაძიებელი პირებისათვის, კვალიფიკაციის სრულყოფასა და შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებითა და სერტიფიცირების გზით. სასწავლო მოდული მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით.

* პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისას უპირატესი უფლებით ისარგებლებენ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ უპირატესობით გთხოვთ უზრუნველყოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა განაცხადთან ერთად სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად info.hrajara@gmail.com

განათლება

მიუთითეთ მიღებული განათლების ბოლო საფეხური

ენების ცოდნა

მიუთითეთ მიღებული განათლების ბოლო საფეხური

სამუშაო გამოცდილება

მიუთითეთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად
 

სავარაუდო პროფესიები

პრიორიტეტების მიხედვით მიუთითეთ არაუმეტეს 2 პროფესია რომელშიც გსურთ მომზადება (1-მეტად პრიორიტეტული, 2-ნაკლებად პრიორიტეტული)

ქვეპროგრამით გათვალისწინებული ენა და მოტივაცია

პრიორიტეტების მიხედვით მიუთითეთ უცხო ენა, რომლის შესწავლა ან/და არსებული ცოდნის დონის გაუმჯობესება გსურთ ქვეპროგრამის ფარგლებში პროფესიულ უნარებთან ერთად: 1 - მეტად პრიორიტეტული, 2- ნაკლებად პრიორიტეტული. პირებს, რომლებსაც ესაჭირეობა ქართული ენის შესწავლა ან ცოდნის დონის ამაღლება უფლება აქვს აირჩიოს „ქართული“

დამატებითი სერვისით სარგებლობა

ქობულეთში სწავლებისას ტრანსპორტირება განხორციელდება ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან, ხოლო ბათუმში სწავლებისას - ქობულეთიდან; სწავლების პერიოდში, საერთო საცხოვრებელით სარგებლობის უფლება გააჩნია ქვეპროგრამით მოსარგებლე ნებისმიერ პირს

ზოგადი ინფორმაცია


ქვეპროგრამის მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:

  • სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;
  • საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს;

ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება,
სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.

- უზრუნველყოს სწავლების პერიოდში მაქსიმალური სწრებადობა სასწავლო კურსის თითოეულ კომპონენტში 30% და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება მოსარგებლის სტატუსი;
- გაიაროს სრული სასწავლო კურსი: 

  • პროფესიულ მომზადება-პროფესიულ უნარებში თეორიული და პრაქტიკული კურსი,
  • უცხო ენის შესწავლა,
  • საწარმოო პრაქტიკა.

* მოსარგებლე ვალდებულია გაიაროს საწარმოო პრაქტიკა, სააგენტოს ან/და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ და მასთან შეთანხმებულ ობიექტზე.

* ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ.

- სწავლების დასრულების შემდგომ შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი;

*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სწავლების, ტრანსპორტირებისა და საერთო საცხოვრებლით    უზრუნველყოფის  ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო

*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: retraining.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე:

 

ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა № 70/72

ტელ.: (422) 24 78 84;
მობ: (+995 558) 793 585

___________________________

ქობულეთი, დავით აღმაშენებელის ქუჩა №141
ხელვაჩაური, დიდაჭარის ქუჩა №23
ქედა, მერაბ კოსტავას ქუჩა №3
შუახევი, თამარ მეფის ქუჩა №30
ხულო, თამარ მეფის ქუჩა №12

ელ.ფოსტა: info.hrajara@gmail.com
სააგენტოს ვებ გვერდი www.hrajara.gov.ge
ქვეპროგრამის ელ. გვერდი retraining.hrajara.gov.ge