ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:
– სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;
– საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს;
*ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას პირს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.
– უზრუნველყოს სწავლების პერიოდში მაქსიმალური სწრებადობა მომზადების სასწავლო კურსის 30% და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
– გაიაროს სრული სასწავლო კურსი: პროფესიულ მომზადება-პროფესიულ უნარებში თეორიული და პრაქტიკული კურსი, უცხო ენის შესწავლა, საწარმოო პრაქტიკა.
* მოსარგებლე ვალდებულია გაიაროს საწარმოო პრაქტიკა, სააგენტოს ან/და სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ შერჩეულ და მასთან წერილობით შეთანხმებულ ობიექტზე.
* ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ.
– სწავლების დასრულების შემდგომ შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარი;
*ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სწავლების, ტრანსპორტირებისა და საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო
*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ქვეპროგრამა – ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ განსაზღვრული ღონისძიებების და აქტივობების შესრულების, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი’’ შემდეგ ბმულზე: www.hrajara.gov.ge ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართზე: