ინფორმაცია პარტნიორებისათვის

პროგრამის შესახებ

დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და სამუშაო ძალის როგორც სტრუქტურულ ასევე ხარისხობრივ სრულყოფას პროფესიული სწავლების გზით.

პროფესიული მომზადება  –
პროფესიული უნარების შეძენის მსურველი პირების მომზადებას რეგიონალურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების საჭიროებებსა და მოთხოვნების შესაბამისად მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების გზით;

სასწავლო პროცესი მოიცავს:

  1. თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით სასწავლებელსა და იმიტირებულ ან / და რეალურ სამუშაო გარემოში
  2. უცხო ენის ცოდნის მიღება ან / და ამაღლებას
  3. საწარმოო პრაქტიკა/სტაჟირებას რეალურ გარემოში სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით

პროფესიული გადამზადება – სამუშაოს გამოცდილების მქონე, პროფესიული განვითარების მსურველი პირების გადამზადებას მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების გზით;

  1. სასწავლო პროცესი მოიცავს:
  2. თეორიულ კურსს პროფესიული მიმართულებით სასწავლებელსა და იმიტირებულ გარემოში
  3. უცხო ენის ცოდნის მიღება ან / და ამაღლებას

პროგრამის უპირატესობები

საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდება თქვენი კომპანიის საჭიროებების და კონკრეტული პოზიციის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით

უშუალოდ იქნებით ჩართული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განხორცილებაში

გააძლიერებთ თქვენს გუნდს პროფესიული მიმართულების შესაბამისად საჭირო ტერმინოლოგიით უცხო ენის ცოდნის მქონე პერსონალით

შეაფასებთ თქვენი ორგანიზაციის პოტენციურ თანამშრომელთა პროფესიულ კომპოტენციებს უშუალოდ სამუშაო გარემოში სამუშაო პრაქტიკის ორგანიზების გზით

შექმნით სერტიფიცირებულ მაღალკვალიფიციური პერსონალისგან შემდგარ გუნდს

გაზრდით პრაქტიკული გამოცდილების მქონე თანამშრომლების პროფესიულ კომპეტენციას
დროის მოკლე პერიოდში სამუშაოსთან თავსებადი სწავლების გზით

შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს

ჩართვის წესი და პირობები

მომზადება

პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ გუნდის გაძლიერება პროფესიული უნარების მქონე პერსონალით

პროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანია, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყოს ან დარეგისტრირდეს სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში
  • გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ სასწავლო პროცესის ან/და საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებაში ჩართულობას
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებაში ჩართული კომპანია, საგანამნათლებლო პროვაიდერთან/დარგის სპეციალისტთან ერთად შეიმუშავებს სასწავლო კურსს, და განახორციელებს რეალურ სამუშაო გარემოში (კომპანიაში) სასწავლო პრაქტიკული კურსის სრულ ან ნაწილობრივ ჩატარებას.
    მენტორი – კომპანიის წარმომადგენელი/თანამშრომელი, პირი რომელიც უხელმძღვანელებს სასწავლო პროცესს და სწავლების დასრულების შემდგომ შეაფასებს პროგრამის მოსარგებლეებს; მენტორის ანაზღაურება განისაზღვრება პროფესიული მიმართულების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
  • საწარმოო პრაქტიკის/სტაჟირების ორგანიზებაში ჩართული კომპანია საგანამნათლებლო პროვაიდერთად ერთად შემუშავებული გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის მოსარგებლის სტაჟირებას სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით.
    საწარმოო პრაქტიკას ხელმძღვანელობს კურატორი – კომპანიის ან/და საგანმანათლებლო პროვაიდერის წარმომადგენელი, რომელიც ზედამხედველობას უწევს პრაქტიკის მონაწილეს, აღრიცხავს მის სწრებადობასა და შესრულებულ სამუშაოს, საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდგომ ავსებს საწარმოო პრაქტიკის მონაწილის მომზადების დონის კმაყოფილების შეფასების კითხვარს და სარეკომენდაციო წერილის ფორმას.კურატორის ანაზღაურება განისაზღვრება ერთეული მოსარგებლის ღირებულების არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 პროცენტისა;
  • რეგისტრაციის შემდგომ კომპანია ავსებს შრომის ბაზრის (კომპანიის საჭიროებების და კონკრეტული პოზიციის შესაბამისი საკვალიფიკაციო ) მოთხოვნების საჭიროების კითხვარს. კითხვარი ივსება სააგენტოს შრომითი კონსულტანტების მიერ დამსაქმებელთან (კომპანიის წარმოამადგენელთან) ინტერვიურების გზით
Menu