ინფორმაცია სააგენტოს შესახებ

სააგენტოს შექმნის საფუძველი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის N43 დადგენილების საფუძველზე და შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში.

მიზანი

ჩვენი მიზანია  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემისა
და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

ხედვა

სააგენტოს ხედვაა – ინოვაციური მექანიზმების დანერგვით არსებული სერვისების სრულყოფა/განვითარება, სერვისით მოსარგებლეებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას.

მისია

სააგენტოს მისიაა – შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ადამიანური რესურსის უნარ-ჩვევების ხარისხის ამაღლებისა და კარიერული ზრდისთვის, დასაქმების მხარდაჭერისა და უმუშევრობის შემცირებისათვის მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ორგანიზება/გატარება, რაც იქცევა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

სააგენტოს მიზნობრივი პროგრამები

დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფის ფარგლებში ხორციელდება:

  • პროფესიული უნარების შეძენა/ამაღლების მსურველ სამუშაოს მაძიელთა მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში;
  • სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის, კვალიფიკაციის სრულყოფა, სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებით და სერთიფიცირების გზით;
  • შშმ პირების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლება მათთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მოდულის შეთავაზებით;
  • სტუდენტების შრომითი უნარების განვითარება სამუშაო გამოცდილების მიღების გზით, მათი შრომის ბაზარზე დამკვიდრებისა და თვითრეალიზების
    გაზრდილი შესაძლებლობებისათვის;
  • ორგანიზაციებში დასაქმებულთა პროფესიული უნარების ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება მათი სამუშაოზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად;
  • სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობა სხვადასხვა აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით და პერსონალური თანამშრომლობის გზით დამსაქმებლებთან და სამუშაოს მაძიებლებთან კომუნიკაციის გააქტიურება.
  • დაბრუნებულ მიგრანტთა რეგიონალურ შრომის ბაზარზე რეინტეგრაციის მხარდაჭერა, დასაქმებისა და თვიდასაქმების შესაძლელბობების  გაზრდა, ინდივიდუალური  განათლება/განვითარების  გზით.

ჩვენი სერვისი

ვაკანსიების ძიება / დამუშავება
პროფესიული უნარების განვითარება
მხარდაჭერითი დასაქმება
კარიერული კონსულტირება
დასაქმების ფორუმის ორგანიზება
ლეგალური შრომითი მიგრაციის მხარდაჭერა

სააგენტოს მიერ დღემდე

განხორციელდა რეგისტრაცია

0
სამუშაოს მაძიებელი
0
ორგანიზაცია
0
ვაკანსია
0
სამუშაო ადგილი

ჩვენი მხარდაჭერით

1
დასაქმდა
1
მათ შორის გრძელვადიან სამუშაო ადგილზე
1
პროფესიული მომზადება გაიარა
1
კვალიფიკაცია ამაღლება
Menu