გადამზადების მსურველთათვის

პროფესიული გადამზადება

ითვალისწინებს, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული (სამუშაო გამოცდილება, ინდივიდუალური განათლება) მიღწეული შედეგების დადასტურებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება
არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების შეფასება/გამოცდა

  • არაფორმალური განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების განხილვა/შეფასება

პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო აფინანსებს აღიარებასთან დაკავშირებულ ყველა მატერიალურ დანახარჯს

2023 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 20 მოსარგებლეს მიეცემა.

პროგრამის უპირატესობები

კვალიფიკაციის ამაღლება

აიმაღლებთ პროფესიულ ცოდნას ინტენსიური სწავლების გზით

სერტიფიცირება

მიიღებთ კვალიფიკაციის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს სწავლის დასრულებისას

ფინანსური მხარდაჭერა

აიმაღლებთ პროფესიული ცოდნის დონეს დროის მოკლე პერიოდში ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით

კონკურენტუნარიანობა

გახდებიეთ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და გექნებათ დასაქმების ახალი შესაძლებლობები

პროფესიული გადამზადება

პროფესიული გადამზადების კომპონენტით სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოში კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელთაც აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მინიჭებული თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი (პირადი ნომერი) – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; აგრეთვე პირს რომელსაც აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელსაც გააჩნია სამუშაო გამოცდილება ან არაფორმალური განათლება კონკრეტულ  პროფესიაში.

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირები, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყვნენ ან დარეგისტრირდნენ აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
  • სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად;
  • წარმოადგინონ პროფესიის შესაბამისი განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • გაიარონ გასაუბრება და პრაქტიკული გამოცდა

პროფესიები

შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს

Menu